აეროპორტების გლობალური ოპერატორი TAV Holding-ი გასულ წელს 95.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
TAV Holding-მა 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს ჯგუფის შემოსავალი 258 მილიონი ევროთი, ანუ 24.6%-ით გაიზარდა.
TAV Holding-ის შემოსავლების უდიდესი ნაწილი თურქეთის აეროპორტებზე მოდის, შემდეგ მას მოჰყვება ყაზახეთის, საქართველოს, საუდის არაბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ტუნისისა და ხორვატიის აეროპორტები.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან TAV Holding-მა 115.2 მილიონი ევროს შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 17.2 მილიონი ევროთი, ანუ 18%-ით მეტი იყო. მათ შორის თბილისში ზრდა 17%, ხოლო ბათუმში ზრდა 20%-ს შეადგენდა.
TAV Holding-ის მონაცემებით, თბილისის აეროპორტის შემოსავალი 93.3 მილიონი ევრო (ზრდა 17%), ხოლო ბათუმის აეროპორტის შემოსავალი 21.9 მილიონი ევრო იყო (ზრდა 20%).
TAV Holding-ის შემოსავლები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:
· თურქეთი – 512 მილიონი ევრო;
· ყაზახეთი – 414 მილიონი ევრო;
· საქართველო – 115 მილიონი ევრო;
· მაკედონია – 50 მილიონი ევრო;
· ტუნისი – 41 მილიონი ევრო;
· ხორვატია – 33 მილიონი ევრო;
· ომანი – 27 მილიონი ევრო;
· ლატვია – 26 მილიონი ევრო;
· ესპანეთი – 18 მილიონი ევრო;
· კატარი – 12 მილიონი ევრო;
· საუდის არაბეთი – 11 მილიონი ევრო;
· სხვა ქვეყნები – 50 მილიონი ევრო.