გიორგი გახარია – გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა

გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოს“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე დაკავებებს და სატელეფონო მუქარებს ეხმაურება.
როგორც გახარია წერს, ადამიანებზე განხორციელებული სატელეფონო ზარები ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია.
“ადამიანებს, ახალგაზრდებს, მათ შორის, ბავშვებს, ურეკავენ ჯერ მუქარით, შემდეგ გინებით. თანაც მიზანმიმართულად შერჩეულ ნომრებზე, კონკრეტულ დროს, კონკრეტული გეოლოკაციით.
მე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია! ვინ უზრუნველყოფს ამ ოპერატიულ მხარდაჭერას – თქვენც იცით.
გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა!“,- წერს გახარია „ფეისბუქ“ პოსტში, სადაც მონიშნული ჰყავს:
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვახტანგ გომელაური; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გრიგოლ ლილუაშვილი; საქართველოს პროკურატურა, ირაკლი შოთაძე; საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ანზორ ჩუბინიძე; „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, და თბილისის მერი, .