შარლ მიშელი – საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ნათელია – ევროკავშირი სრულიად უჭერს მხარს თქვენს სურვილს, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისთვის

ევროპის დღეს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ნათელია – ევროკავშირი სრულიად უჭერს მხარს თქვენს სურვილს, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, სწორედ ეს არის ევროკავშირისა და საერთო მომავლისკენ გზა.
“ევროპის დღეს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ნათელია.
ევროკავშირი სრულიად უჭერს მხარს თქვენს სურვილს დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისთვის, რომელიც კანონის უზენაესობას ეყრდნობა.
ეს არის ევროკავშირისკენ და ჩვენი საერთო მომავლისკენ გზა. ეს არის გზა, რომელზეც ევროკავშირი მხარს დაუჭერს თქვენს ქვეყანას”, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე – ეს ტექნიკური გადაწყვეტილებაა – დავაკვირდებით, რომელი ქვეყანა როგორ აღასრულებს ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას