ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფინალს “დინამო არენაზე” გამართავს.

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევრო 2024-ის პლეი-ოფის წყვილების კენჭისყრა გაიმართა. პოტენციურად ფინალში გამსვლელ გუნდებს შორის მასპინძელი გამოვლინდა.
ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფინალს “დინამო არენაზე” გამართავს.
ევრო 2024-ის პლეი-ოფის კალენდარი:
ნახევარფინალები – 2024 წლის 21 მარტი
საქართველო – ლუქსემბურგი

საბერძნეთი – ყაზახეთი
რაც შეეხება ფინალს, 2024 წლის 26 მარტს ნახევარფინალებში გამარჯვებულები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
რომელს აირჩევდით ან როგორ გაცვლიდით: ლუქსემბურგთან კვარაცხელიას ერთად და პლეიოფის მეორე თამაში გასვლაზე თუ ეხლა როგორც არის კვარაცხელიას გარეშე და მეორე თამაში სახლში?