მინსკში ОДКБ-ს სამიტი დაიწყო. ბელარუსის დედაქალაქში შეხვედრას ორგანიზაციის წევრი ექვსი ქვეყნიდან ხუთის ლიდერი ესწრება.
სამიტზე იმყოფება რუსეთის პრეზიდენტი – ვლადიმერ პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტი – ალექსანდრ ლუკაშენკო, ყაზახეთის პრეზიდენტი – ყასიმ-ჯომართ ტოკაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი – სადირ ჯაფაროვი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმანი. ღონისძიებას არ ესწრება სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი.
რუსული მედიის ინფორმაციით, ორგანიზაციის წევრები, საერთაშორისო გეოპოლიტიკურ ვითარებასთან ერთად, კავკასიის საკითხსა და ОДКБ-ს წევრი სომხეთის “უკმაყოფილებას” განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ ОДКБ-ს სამიტზე დასწრებაზე სომხეთის პრემიერმა უარი განაცხადა. მოგვიანებით, დასწრებაზე უარი თქვეს ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმაც.