რუსებმა ნიკოპოლი დაბომბეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 2 ადამიანი

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 2 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსებმა ქალაქი დილით დაბომბეს, არის ორი დაღუპული და ამდენივე დაშავებული. მტრის არტილერიამ 62 წლის მამაკაცისა და 65 წლის ქალის სიცოცხლე შეწყვიტა“, – აცხადებს ლისაკი.
მისი თქმით, დაბომბვის შედეგად კერძო საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა კიდევ 2 კერძო სახლი და 5 კორპუსი, ასევე მაღაზია, 2 სავაჭრო პავილიონი და გაზსადენი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ