„პალესტინის სახელმწიფოს შექმნა საუკეთესო გამოსავალია მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ – ესპანეთის პრემიერი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების მისაღწევად ს გვერდით, პალესტინის სახელმწიფოს შექმნა საუკეთესო გამოსავალი იქნება.
მისივე თქმით, ისრაელის პასუხი გასულ თვეში, „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ სასტიკ თავდასხმაზე არ უნდა მოიცავდეს მსხვერპლს უდანაშაულო ადამიანებში, მათ შორის, ბავშვებში.
„ესპანეთი იზიარებს ისრაელის ტკივილს 7 ოქტომბრის საშინელ მოვლენებთან დაკავშირებით. ისრაელს უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ მან პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართალს. მისი პასუხი არ უნდა მოიცავს მსხვერპლს უდანაშაულო ხალხში, მათ შორის, ათასობით ბავშვის სიკვდილს. ჩვენ აუცილებლად უნდა შევაჩეროთ ეს ჰუმანიტარული კატასტროფა და წერტილი დავუსვათ პალესტინელთა ტანჯვას.
ორი სახელმწიფოს არსებობა უნდა რეალიზდეს, რომ გავიმარჯვოთ ტერორიზმზე და უზრუნველვყოთ ისრაელის უსაფრთხოება. ჩვენ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ სიცოცხლისუნარიანი პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ისრაელელებს და პალესტინელებს აქვთ უფლება, იცხოვრონ მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში“, – განუცხადა სანჩესმა El País-ს.

ასევე დაგაინტერესებთ