მთავარი ეჭვმიტანილი დიმა ჩიქოვანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში არის ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში აწარმოებს ტერორს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. შეიძლება ეს ზონდერები ივანიშვილმა და ამ შს სამინისტრომ არ დასაჯოს, მაგრამ ნუ ეგონებათ, რომ გადარჩებიან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან.
“მთავარი ეჭვმიტანილი დიმა ჩიქოვანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში არის ბიძინა ივანიშვილი, მისი რეჟიმი, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში აწარმოებს ტერორს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების წინააღმდეგ და ეჭვმიტანილი ვინ იქნება თუ რა მისი ზონდერები, სპეციალურად ორგანიზებული დაჯგუფება, რომელიც ასე მარტო თუ ვინმეს მოიხელთებენ, რამდენიმე ადამიანი თავს ესხმის, ტელეფონს ართმევს, სცემენ უმოწყალოდ ადამიანებს და ფიქრობენ, რომ არჩევიან დაუსჯელები. შეიძლება ივანიშვილმა და ამ შს სამინისტრომ არ დასაჯოს, მაგრამ აუცილებლად ეს ადამიანები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან. ნუ გგონიათ, რომ გადარჩებით“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
