უკრაინამ „ომის სპონსორთა სიაში შეიყვანა გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია Knauf. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
კომპანიამ 2022 წელს, ანუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 117 მლნ დოლარი გადაიხადა და რუსულ ბაზარზე საქმიანობას განაგრძობს.
რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 100-ზე მეტი უცხოური კომპანიიდან, რომლებიც რუსულ ბაზარზე არის წარმოდგენილები, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ რუსული ბაზარი მხოლოდ 100-ზე ოდნავ მეტმა კომპანიამ დატოვა.
