დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა, გააძევოს რუსეთის სამხედრო ატაშე

ლონდონმა გადაწყვიტა, დიდი ბრიტანეთიდან გააძევოს ს სამხედრო ატაშე, დიპლომატიური სტატუსი ჩამოართვას უძრავი ქონების რამდენიმე ობიექტს და შეზღუდოს რუსეთის დიპლომატიური ვიზების მოქმედების ვადა, იტყობინება Reuters-ი.
ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ჯეიმს კლევერლიმ პარლამენტში გამოსვლისას ამ ნაბიჯს უწოდა პასუხი „რუსეთის მავნე საქმიანობაზე“ მთელს დიდ ბრიტანეთში და ევროპაში. ლონდონში აცხადებენ, რომ ატაშე რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან არის დაკავშირებული.
კლევერლიმ ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი, დიდი ალბათობით, ბრიტანეთს რუსოფობიაში დასდებს ბრალს. მინისტრმა რუსეთს მოუწოდა, ჯარები გაიყვანოს უკრაინიდან და შეწყვიტოს „მავნე საქმიანობა“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მ განაცხადა, რომ მოსკოვი ადეკვატურად უპასუხებს დიდ ბრიტანეთს.
კლევერლის განცხადება გაისმა იმის ფონზე, რომ ახლახან დიდი ბრიტანეთის ორი მოქალაქის მიმართ გამოითქვა ბრალდება, რომ მათ უკრაინისთვის გათკუთვნილი შეიარაღების საცავს ცეცხლი წაუკიდეს. გამოძიება მიიჩნევს, რომ ბრალდებულები რუსეთის ხელისუფლების მითითებით მოქმედებდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ განცხადებებს აბსურდული უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ