გაათავისუფლეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე

საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზეა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი. მათი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
„ამ ეტაპზე უკანონო პატიმრობაში რჩება მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი, რომლის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა“, – აცხადებენ უწყებაში.
დამატებით სუსში აღნიშნავენ, რომ ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – 22 მარტს მთავარი წირვა, სავარაუდოდ, სამებაში შესრულდება, ასევე წესის აგებაც და ამის შემდეგ მოხდება უწმინდესის სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა

ირაკლი კაკაბაძე: პირადად ჩემთვის რთულია ობიექტურობა დავიჩემო საქართველოს აწ გარდაცვლილი კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართ. მე პირადად, პრაქტიკულად ბავშვობიდან უამრავი კარგი რამ მახსოვს მისგან, როგორც პიროვნებისგან