დიმიტრი პესკოვი – ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდეს

ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდეს, – ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ს უშიშროების სამსახურის აგენტების ქსელი გამოავლინა, რომელიც ს ლიკვიდაციას გეგმავდა.
„ზოგადად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდეს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ორი პოლკოვნიკი დააკავეს, რომლებიც ს უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტისგან შემდგარი ქსელის შემადგენლობაში შედიოდნენ და უკრაინის პრეზიდენტის, ს გატაცებას, შემდეგ კი მის ლიკვიდაციას გეგმავდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ