“შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი” – პაპუაშვილის განცხადება

“შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი” – პაპუაშვილის განცხადება
“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, შე­იქ­მნე­ბა მო­ნა­ცემ­თა ბაზა, სა­დაც გან­თავ­სდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია ადა­მი­ა­ნებ­ზე, „რომ­ლე­ბიც ძა­ლა­დო­ბაში, სხვა კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბებ­ში, მუ­ქა­რა­სა და შან­ტაჟ­ში არი­ან ჩარ­თულ­ნი, ან ამ­გვარ ქმე­დე­ბებს სა­ჯა­როდ იწო­ნე­ბენ“

ამბობს .

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პო­ლიტ­საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით პარ­ტი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ვი­წყებთ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის შექ­მნას, სა­დაც თავს მო­იყ­რის ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლა იმ პი­რის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ძა­ლა­დო­ბა­ში, სხვა კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბებ­ში, მუ­ქა­რა­სა და შან­ტაჟ­ში არის ჩარ­თუ­ლი, ან ამ­გვარ ქმე­დე­ბებს სა­ჯა­როდ იწო­ნებს. ეს მო­ნა­ცემ­თა ბაზა გან­თავ­სდე­ბა სპე­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე და იქ­ნე­ბა სა­ჯა­რო და გამჭვირ­ვა­ლე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის. ამ პირ­თა წი­ნა­აღ­მდეგ კონ­სტი­ტუ­ცი­ი­სა და კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ზომა, რათა კა­ნონ­დარ­ღვე­ვა, ძა­ლა­დო­ბა და მუ­ქა­რა არ დარ­ჩეს სა­ხელ­მწი­ფოს თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე.

“ვფიქ­რობ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რა­საც სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბებ­ში ერი­დე­ბი­ან, იმას არ ერი­დე­ბი­ან ხოლ­მე კერ­ძო სა­უბ­რებ­ში და ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბიც აქვთ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, თით­ქოს, სო­ცი­ა­ლურ სელ­ში მათ მიერ ზი­ზღის ენა, მათ შო­რის ფა­შის­ტუ­რი მო­წო­დე­ბე­ბიც კი გა­რიყ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ა.შ. აღმა აქვთ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, რომ ეს არის კერ­ძო სა­უ­ბა­რი. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეს ადა­მი­ა­ნე­ბიც და­ფიქ­რდნენ, რომ ეს არ არის ოთახ­ში ნათ­ქვა­მი მათი სი­ტყვე­ბი, არა­მედ ეს არის სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც შემ­დეგ აღ­ვი­ვებს ზი­ზღს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­პი­რის­პი­რე­ბას, ახ­დენს მო­რა­ლურ ტე­რორს სხვა ადა­მი­ა­ნებ­ზე, მათ ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, ამი­ტომ, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამა­ზე რე­აქ­ცია ექ­ნე­ბა, ამ სა­კი­თხე­ბის მო­რა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბა, თა­ვის­თა­ვად უკვე ეს ადა­მი­ა­ნე­ბიც მო­ე­რი­დე­ბი­ან ასე­თი სა­ხის ქმე­დე­ბებ­სა და გან­ცხა­დე­ბებს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­რა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბა იმ კამ­პა­ნი­ი­სა, რო­მე­ლიც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბას“ აქვს წა­მო­წყე­ბუ­ლი, ზი­ზღის მუ­ქა­რის, შან­ტა­ჟის, ზე­წო­ლის კამ­პა­ნია, რო­გორც ცალ­კე­ულ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ისე მათი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე. ჩვენ, მა­გა­ლი­თად, გვახ­სოვს, რომ ახ­ლა­ხან, სპორ­ტსმე­ნებ­ზე, ხე­ლო­ვა­ნებ­ზე და მათ ოჯა­ხის წევ­რებ­ზე მი­დი­ო­და ზე­წო­ლა. სა­ჯა­რო გახ­და, ზე­წო­ლა მი­დი­ო­და იმის­თვის, რომ მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ქვეყ­ნდე­ბო­და იმის­თვის, რომ მათ­ზე ზე­წო­ლა მომ­ხდა­რი­ყო და ა.შ. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს ყვე­ლა­ფე­რი იყოს გამჭვირ­ვა­ლე, ვინ დგას ამის უკან, კონ­კრე­ტუ­ლად ვინ არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამ ზი­ზღის კამ­პა­ნი­ას იწყე­ბენ, აღ­ვი­ვე­ბენ, მხარს უჭე­რენ, ახა­ლი­სე­ბენ და შე­სა­ბა­მი­სად, შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩა­მო­ი­ყა­ლი­ბებს თა­ვის აზრს ამ ადა­მი­ა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით“ – შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცმოძრაობის“ მედიის წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან გიორგი კალანდარიშვილთან დაკავშირებით გუშინ მომხდარ მძიმე ინციდენტზე აჟიტირებული კომენტარები არის ორმაგი სტანდარტი