ელჩი დანიგანი „სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლებს შეხვდა

ს პატიოსნად ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე”, – განაცხადა დღეს, 8 მაისს -ის საელჩომ საქართველოში, როცა ინფორმაცია გაავრცელა ელჩის, ს შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”(ISFED) წარმომადგენლებთან.
შეხვედრა ორგანიზაციის ოფისში გაიმართა და მასში მონაწილეობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის მისიის დირექტორი ც. საელჩოს თანახმად, საუბარი იყო საარჩევნო პროცესის მონიტორინგში ISFED-ის მნიშვნელოვან საქმიანობაზე. აშშ-ის საელჩო ხაზს უსვამს, რომ „ნებისმიერ დემოკრატიაში სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მხარდასაჭერად”.
„ქართული ოცნების” ხელისუფლება უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების რეესტრის შექმნის აუცილებლობასა და ქვეყანაში „რევოლუციური სცენარების” განვითარების საფრთხეზე საუბრისას ხშირად იშველიებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „სამართლიანი არჩევნების” მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების „გაყალბებას”.
ISFED-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრაზე, რომელიც 7 მაისს გაიმართა, საქართველოში მიმდინარე პროცესები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს და ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ქართველი ხალხისა და ქართული სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უკვე რამდენიმე კვირაა აპროტესტებენ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, მიიღოს ე.წ. აგენტების კანონი (კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ), რომელიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული.
„ქართული ოცნება” მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებსაც დასავლელი დონორები აფინანსებენ, აცხადებენ, რომ მათი შემოსავლები ისედაც დეკლარირებული და გამჭვირვალეა, ამიტომ ხელისუფლების რეალური მიზანია, საქმიანობა შეუზღუდოს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებების, კორუფციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.