ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი – გეოსტრატეგიული კატასტროფა იქნება, თუ ევროკომისია დასავლეთ ბალკანეთს გამადიდებელი შუშით დააკვირდება, ხოლო უკრაინას ვარდისფერი სათვალეებით შეხედავს

გეოსტრატეგიული კატასტროფა იქნება, თუ ევროკომისია დასავლეთ ბალკანეთს გამადიდებელი შუშით დააკვირდება, ხოლო უკრაინას ვარდისფერი სათვალეებით შეხედავს, – ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინას დასავლეთ ბალკანეთთან უპირატესობა არ უნდა მიანიჭონ, როცა გადაწყვეტენ დაიწყონ თუ არა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.
„გეოსტრატეგიული კატასტროფა იქნება, თუ ევროკომისია დასავლეთ ბალკანეთს გამადიდებელი შუშით დააკვირდება, ხოლო უკრაინას ვარდისფერი სათვალეებით შეხედავს“, – განაცხადა შალენბერგმა.
კითხვაზე, დაადებს თუ არა ავსტრია ვეტოს უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, იმ შემთხვევაში, თუ მწვანე შუქი ბოსნიასაც არ მიეცემა, შალენბერგმა უპასუხა, რომ ამ მხრივ დისკუსიები სწორი მიმართულებით ვითარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – ყველა ეპოქის, ყველა თაობის „ნაცი“ გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ყველა დროის „ნაციონალური მოძრაობა“ – გარე ძალები ცდილობენ, „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ გამინჯონ „ნაციონალური მოძრაობისგან“