ირაკლი ლატარია: 2003-დან 2012-მდე საქართველო იყო პირველ ადგილზე ქვეყნის ღალატით ჩადენილი დანაშაულების რაოდენობით, კიდევ რამდენ რამეში იყვნენ პირველები და ამას ზეიმებონ?

ირაკლი ლატარია: 2003-დან 2012-მდე საქართველო იყო პირველ ადგილზე ქვეყნის ღალატით ჩადენილი დანაშაულების რაოდენობით, კიდევ რამდენ რამეში იყვნენ პირველები და ამას ზეიმებონ?
ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის” მიერ „ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავის აღნიშვნას ეხმიანება და უკვირს, თუ რას ზეიმობენ ისინი, მაშინ როცა მისივე მტკიცებით, 2003-დან 2012-მდე საქართველო იყო პირველ ადგილზე მოკლული ქართველთა რაოდენობით და ბევრი სხვა დანაშაულებით.
„და რას ზეიმობენ? 2003-დან 2012-მდე საქართველო ნამდვილად იყო პირველ ადგილზე:
პატიმართა რაოდენობით, მოკლული ქართველთა რაოდენობით, ნაწამები ქართველთა რაოდენობით, რუსებზე გადაცემული სტრატეგიული ობიექტების რაოდენობით, ბიზნესის ჩამორთმევის რაოდენობით, ტელევიზიების დახურვის რაოდენობით, ტელევიზიების ჩამორთმევის რაოდენობით, ბიუჯეტის თანხების მითვისების რაოდენობით, დემოკრატიული პროცესების ჩახშობის რაოდენობით, რუსული საქმის კეთების რაოდენობით, ქვეყნის ღალატით ჩადენილი დანაშაულებების რაოდენობით, მოსმენებისა და თვალთვალის რაოდენობით და კიდევ რამდენ რამეში იყვნენ პირველები და ამას ზეიმობენ?
და ამ ყველაფრის „რეჟისორის“ გამოშვებაზე ფიქრობს ზურაბიშვილი?
მოკლედ, ქართველებს არაფერი გვავიწყდება – არაფერი”. – დაწერა ირაკლი ლატარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ღამბაშიძე: მგონი პირველად მისი არსებობის მანძილზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთა, რაც თავდაყირა აყენებს ცენტრალურ ნარატივს, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის მხოლოდ ცუდი გააკეთა