სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე და IDFI-ის დირექტორზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორ გიორგი კლდიაშვილზე თავდასხმის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება 154-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლა დაიწყო.
შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს თავს დაესხნენ.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გიორგი კლდიაშვილმა შვედეთის საელჩო დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.
უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

ასევე დაგაინტერესებთ

ხათუნა ლაგაზიძე – ჩვენ კანონთან შესაბამისობაში ვართ, რასაც ვერ ვიტყვით „კორუფციულ ბიუროზე“ და სასამართლოზე – სასამართლო და ბიურო პოლიტიკური ტერორისა და რეპრესიების იარაღია ხელისუფლების ხელში