მეტ გალა – “მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ღამე” ნიუ-იორკის მეტროპოლიტანის მუზეუმში ყოველი წლის მაისის პირველ ორშაბათს იმართება. წლევანდელი მეტ გალას თემა დროის ბაღი (The Garden of Time) იყო და შესაბამისად, სტუმრების დიდმა ნაწილმა საკუთარ ჩაცმულობაში ფლორისტული მოტივები გაითვალისწინა.