ისრაელში მოქალაქეებმა საპროტესტო აქციები გამართეს და მთავრობას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებზე დათანხმებისკენ მოუწოდეს

ისრაელში ათასობით მოქალაქემ საპროტესტო აქცია გამართა და ქვეყნის მთავრობას მოუწოდა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს, რომელიც „ჰამასმა“ მიიღო.
თელ-ავივში, თავდაცვის შტაბთან დაახლოებით 1 000 მომიტინგე შეიკრიბა, ხოლო იერუსალიმში შეკრებილი დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ ს რეზიდენციისკენ გაემართნენ და ხელში ეჭირათ ბანერი წარწერით „სისხლი თქვენს ხელებზეა“.
The Times of Israel-ის ცნობით, პოლიციამ ორჯერ დაარბია მომიტინგეები, რომლებიც თელ-ავივის აიალონის გზატკეცილზე მოძრაობას ბლოკავდნენ. სამართალდამცავებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
საპროტესტო აქციები ასევე დაფიქსირდა ს სხვა ქალაქებში, მათ შორის რაანანაში, ბეერშებასა და ჰაიფაში.
შეგახსენებთ, „ჰამასის“ განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეგვიპტისა და კატარის წინადადებას დათანხმდა. „ბურთი ახლა ისრაელის მოედანზეა“, – აღნიშნა „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ისრაელმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობები მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვუწოდებთ საზოგადოებას, სპეციფიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა პიროვნული მახასიათებლის არსებობის შემთხვევაში, მოგვაწოდონ ინფორმაცია, რასაც მივიღებთ მხედველობაში შედარებით მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის სახით