საფრანგეთი რაფაჰზე ისრაელის შეტევას კატეგორიულად ეწინააღმდეგება

საფრანგეთი რაფაჰზე ს შეტევას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საფრანგეთი ისევ იმეორებს, რომ იგი რაფაჰზე ისრაელის შეტევას, სადაც უკიდურესად მძიმე ვითარებაში 1,3 მილიონზე მეტი ადამიანი თავს აფარებს, კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს“, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს ისრაელმა ქალაქ რაფაჰის ევაკუაციის ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რაფაჰის აღმოსავლეთ ნაწილიდან ღაზის სექტორის სამხრეთში ათასობით ადამიანის ევაკუაცია დაიწყო.ს

ასევე დაგაინტერესებთ

კახა გოგოლაშვილი – რამდენ ადამიანს ჩამოართვა ტრამპმა ხელი ვატიკანში?! მაშინ გვითხრან, ყაველაშვილისთვის ხელის ჩამორთმევას რა „გარღვევა“ მოჰყვა, დავითაშვილის აშშ-ში შეხვედრა კი ტექნიკური იყო ანუ ერთმა მხარემ გააცნო მეორეს, რა შეხედულებები აქვს