პოლიტიკურ უმცირესობას ფსიქო-ემოციური აფეთქებისთვის მსხვერპლი სურს

პოლიტიკურ უმცირესობას ფსიქო-ემოციური აფეთქებისთვის მსხვერპლი სურს
„ოპოზიცია აკერმანის სცენარის მიხედვით მიყვება რევოლუციის განვითარებას”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, მ მედიასთან საუბარში განაცხადა.
ხუნდაძე აქციის მონაწილე ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მათი გულწრფელი ემოცია ოპოზიციამ შესაძლოა მათსავე წინააღმდეგ გამოიყენოს.
“პოლიტიკურ უმცირესობას ქართული კანონი და მისი “რუსულობა” უკვე დაავიწყდა – მის შინაარსში საერთოდ არ შესულან და არც ახლა აპირებენ. ისინი აკერმანის სცენარის მიხედვით მიყვებიან რევოლუციის განვითარებას. ფსიქო-ემოციური აფეთქებისთვის მსხვერპლი სურთ. მათი ეს ზრახვები არის სახიფათო, გარდა იმისა, რომ მიუღებელია. ამიტომ, სიფრთხილე მართებთ ახალგაზრდებს, ბავშვებს და მათ მშობლებსაც, რომ მათი გულწრფელი ემოცია არ იყოს გამოყენებული ქვეყნის საწინააღმდეგოდ და იმ ხალხის სასარგებლოდ”, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი ითხოვს მის კუთვნილ, ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებულ კრიპტოვალუტას, აღნიშნული გარემოებების გამაბათილებელი არაფერი წარმოუდგენია მსჯავრდებულს, რადგან ეს შეუძლებელია

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: სააპელაციო განხილვის ეტაპზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის სიმართლე, მეორე მხრივ, კიდევ უფრო ცხადი გახდა მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე: სააპელაციო განხილვის ეტაპზე ბაჩიაშვილი წინააღმდეგობაში მოვიდა მის არსებით პოზიციასთან, რომელსაც ეყრდნობოდა დაცვა – ამ ვითარებაში, მისი ნებისმიერი განმარტება თუ პოზიცია სრულად მოკლებულია სანდოობას