ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პრაღის ჩელენჯერის კვალიფიკაციის მეორე რაუნდში იტალიელი ჯოვანი ფონიო 6:4; 6:2 დაამარცხა და ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდა.
შეგახსენებთ, ნიკოლოზმა გუშინ ესპანელ კარლოს ტაბერნერს ასევე ორ სეტში 6:4; 6:2 სძლია. ძირითად ბადეში ბასილაშვილის მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.
ATP-ის რეიტინგში ბასილაშვილი 71 ქულით 531-ე ადგილს იკავებს.
