ქადაგიშვილი: აქცია ვერ აღწევს კულმინაციას, ძირითად შედეგს, რისთვის არის მოწოდებული …

აქცია ვერ აღწევს კულმინაციას, ძირითად შედეგს, რისთვისაც არის მოწოდებული და აქედან გამომდინარე დაიწყეს ახლა აკერმანის დღის წესრიგის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ნაწილზე საუბარი, ფატალური შედეგის დადგომასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ყველაფერი გაშიფრულია და სახელმწიფო და მისი სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ აქციები იყოს მშვიდობიანი და არ გამოვიდეს კანონიერი ფორმიდან.
„გაშიფრულია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. პასუხისმგებლობა, ჯერ მარტო განცხადებისათვის უკვე მათ ეკისრებათ შედეგებთან დაკავშირებით. სახელმწიფო და მისი სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ აქციები იყოს მშვიდობიანი, არ გამოვიდეს ის კანონიერ ფორმიდან და აქციის მონაწილეების უსაფრთხოება იყოს დაცული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არაერთხელ იქნა გათვალისწინებული ვენეციის კომისიის სამართლებრივი ხედვები, მაგრამ ახლა, როცა ეს ორგანო მიკერძოების მაღალი ხარისხით, ჩვენგან ანტი ზნეობრივი პრაქტიკის გაზიარებას ითხოვს, პასუხი იქნება არა!

ოპოზიციას გარეთ თავისი პატრონების ეშინია, შიგნით – ქართველი ხალხის, ეს არის მათი დამოკიდებულება და განწყობა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით