ირაკლი ქადაგიშვილი – აღმოჩნდა, რომ დაფინანსება, განსაკუთრებით პოლიტიკასთან პირდაპირ დაკავშირებული „ენჯეოების“, ხმარდება სწორედ რევოლუციების მოწყობას ქვეყანაში და რადიკალიზმის გაღვივებას

აღმოჩნდა, რომ დაფინანსება, განსაკუთრებით პოლიტიკასთან პირდაპირ დაკავშირებული „ენჯეოებისა“, ხმარდება სწორედ რევოლუციების მოწყობას ქვეყანაში და რადიკალიზმის გაღვივებას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამის გასაჯაროება არ უნდათ და აკრიტიკებენ ქვეყანას – რატომ გინდათ, რომ ქვეყანაში პროცესები იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიული და ს გზით წყდებოდეს. აი ეს არის ის რეალობა, ორმაგი სტანდარტი, რომელიც გამოაშკარავდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ერთადერთი რამ რასაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, არის გამჭვირვალობა და ფინანსების საჯაროობა და ამაზე პირდაპირ უარის თქმა იყო რთული, ამიტომ ოპონენტებმა აღმართეს კედელი, რომელსაც დაარქვეს „რუსული კანონი“.
„ერთადერთი რამ რასაც ეს კანონპროექტი ითვალისწინებს, არის გამჭვირვალობა და ფინანსების საჯაროობა. სხვა ამ კანონპროექტში რაიმე განსაკუთრებული არაფერი არ არის ჩადებული, რაც ან ოდნავ შეაფერხებს მუშაობას არასამთავრობო სექტორის, ან მედიისას, ან რომელიმე ადამიანზე იქონიებს გავლენას, მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობა არის. ასე რომ ძალიან რთული იყო თავიდანვე უარის თქმა პირდაპირ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ამიტომ აღმართეს ეს კედელი, რომელსაც დაარქვეს „რუსული კანონი“ და ამის იქით არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არავის აღარ სურდა რაიმე დამატებითი არგუმენტი წარმოეჩინა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.