“ალ ნასრის” შემტევმა ადელ ტაარაბტმა “მილანში” გატარებული პერიოდი გაიხსენა და ყოფილი თანაგუნდელის მარიო ბალოტელის შესახებაც ისაუბრა.
“ერთხელ ვარჯიშზე “ფერარით” მოვიდა, იცით, მისი მანქანა ბაზაზე რა სიჩქარით შემოვიდა? – 200 კმ/სთ სიჩქარით, თან გვერდით როტვეილერის ჯიშის ძაღლი ეჯდა, რომელიც ცუდად გახდა.
ექიმმა აუხსნა, რომ მანქანის ასე სწრაფად ტარება ძაღლის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა. ნამდვილად კარგი ფეხბურთელი იყო, თუმცა შეურაცხადი იყო”, – განაცხადა ტაარაბტმა.
შეგახსენებთ, მაროკოელი ფეხბურთელი “როსონერის” ღირსებას 2014 წელს, ერთი სეზონის განმავლობაში იჯარის წესით იცავდა, შემდეგ კი “ქუინს პარკ რეინჯერსში” დაბრუნდა,
სადაც ჯამში 6 წელი გაატარა.