აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 10 მაისს ყაზახეთში გაიმართება

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრა ყაზახეთის ქალაქ ალმათიში 10 მაისს გაიმართება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აიხან ჰაჯიზადამ განაცხადა.
ამასთან, სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეხვედრაზე განიხილება ორივე ქვეყნის მიერ ერთმანეთუუს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებების საკითხი.
დღის წესრიგში ასევე მოიცავს მხარეთა ვალდებულებების დადასტურების და რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და სავაჭრო გზების აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: 31 მარტს ჩვენ გვიწევს იმის დაცვა, რაც 1991 წელს 31 მარტს გადაწყვიტეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეებმა – ჩვენ გვიწევს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა