“სასწრაფოდ გავაძევოთ სალომე ზურაბიშვილი საქართველოდან”– ამ მოწოდებით გამოდის ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია, რომელიც პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. წერილს უცვლელად გთავაზობთ:
“მთელი პასუხისმგებლობა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, მოსალოდნელ სისხლის ღვრაზე ეკისრება საქართველოს პრეზიდენტად წოდებულ კუდიან დედაბერს სალომე ზურაბიშვილს!
სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრიუსელში, პარიზში, მისი ღია თუ ფარული შეხვედრები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან , პოლიტიკური (ჟ) ოპოზიციის წარმომადგენლებთან, სერობები კუდიანის სასახლეში
ემსახურებოდა ერთი და იმავეს – შურისძიებას საქართველოს სახელმწიფოს და უშუალოდ მეცენატ ბიძინა ივანიშვილის მიმართ.
ერთმნიშვნელოვნად, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორია ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო,
შემსრულებლები – საქართველოს პრეზიდენტად წოდებული და მმართველი პარტიისადმი ამერიკისგანვე იძულებით თავს მოხვეული სალომე ზურაბიშვილი,
მათ მიერ წლების მანძილზე ნაკვები ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, ( ხელისუფლებების საკადრო რესურსი) , მათ მიერ გაქეზებული, მოსყიდული და გაბრიყვებული ახალგაზრდობის ნაწილი.
ვაცხადებ, თითოეული თქვენგანი , გამჭვირვალობის კანონს რაცხავთ – რუსულად, ვინც პირდაპირ ღიად თუ ირიბად მხარს უჭერთ ამბოხებას საქართველოში, მხარს უჭერთ საქართველოს საბოლოოდ განადგურებას და ამ იდეის ავტორსპრეზიდენტად წოდებულს სალომე ზურაბიშვილს!
ქალბატონო სალომე, თქვენ ასრულებთ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დაკვეთას,
თქვენ არ გსურთ საქართველოს უმდიდრეს , რეალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ხიდად რუსეთსა და ევროპას შორის, “კავკასიის შვეიცარიად” ქცევა, თუ, ამ დრომდე რუსეთის ფედერაცია არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ევროკავშირში წევრობას, თქვენ თქვენი ქმედებით სპობთ ამ. საშუალებას, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, თქვენი აქციებით , გაშიფრული სახელმწიფო გადატრიალების გეგმით , აიძულებს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას დაიცვას საკუთარი სახელმწიფოებრივი , სასიცოცხლო ინტერესები და სამხედრო ძალით დაიკავოს თბილისი, მთელი საქართველო, არ არსებობს ორი აზრი , რომ რუსეთის სახელმწიფო არ დაუშვას საქართველოს ამერიკანიზაციას,
-თქვენ , ადამიანი, რომელიც ფიქრობთ, რომ” პოლიტიკური წონით”, ცოდნით და აზროვნებით,თქვენი სადარი საქართველოში მეორე არ მოიპოვება, კარგად უწყით, რომ
საქართველო კატეგორიულად ვერასდროს ვერ გახდება ნატოს სამხედრო ბლოკის წევრი.
საზოგადოებას ასევე მინდა ვუთხრა და ვაცნობო დამატებითი დეტალები. სარწმუნო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის გარდა, საქართველოში ამერიკელებს ფსონი დადებული აქვთ ნიკოლოზ გვარამიას ახალ პარტიას,” ნაციონალურ მოძრაობის ( ნაწილი) “და როგორც სარეზერვო პარტია გიგა ბოკერიას გაერთიანებაზე .
ამ შემთხვევაში მთავარ ძალად არ განიხილება გიორგი ვაშაძის და სხვა ოპოზიციური პარტიები, რის გამოც განაწყენებული არიან ეს უკანასკნელნი.
აშშ– ს საელჩო გვარამიას სთხოვს პროცესებიდან ნიკანორ მელიას ჩახსნას , რადგან ის ხელისუფლების მოსყიდულად მიაჩნიათ. ამ ეტაპზე მსგავსს რადიკალურ ქმედებას გვარამია ერიდება, რადგან მსგავსი გადაწყვეტილება ახლადშექმნილ პარტიას დაარტყამს. ამ ეტაპზე გვარამია მელიას ნომინალურ ფიგურად განიხილავს.
ამერიკელების მთავარი ფორმულაა: გვარამიას “ახლებს”+ ნაც.მოძრაობის ნაწილი + ნჯო სექტორი.
გაზაფხულის აქციების წარუმატებლობის შემთხვევაში
მთავარი მისაღწევი მიზანია: – დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ტექნიკური მთავრობით მისვლა,
დღევანდელი სტატუს ქვოს შემთხვევაში მზადებაა გამოცხადებული არა არჩევნების პროცესის ჩასატარებლად, არამედ, ახალი საპროტესტო აქციებისთვის, რომლის მთავარი მიზანი კვლავ სახელმწიფო გადატრიალება იქნება.
აქციების მთავარი მესიჯი ” რუსეთის ჩარევა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ” და “ქართული ოცნების” სასარგებლოდ არჩევნების გაყალბება იქნება.
ამ მიზნისთვის წინასწარ ტრენინგებიან მოქალაქეები, რომლებმაც უნდა ‘ ამხილონ” არჩევნების პროცესის გაყალბება, იგეგმება ყალბი აუდიო ჩანაწერების მომზადება ე.წ. რუსული კვალის დასამტკიცებლად.
ქართველებო, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულო ადამიანებო, მოგიწოდებთ ყველას : დავთქვათ დრო, შევიკრიბოთ საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან და გავაძევით ეს ბოროტი ძალა საქართველოდან!
მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობისა , მზად ვარ ვიდგე თქვენს გვერდით, თქვენთან ერთად და თუნდაც შევეწირო, არ დავუშა კვლავ ახალი სატანის როკვა საქართველოში!
რადგან, სხვა სამართლებრივი ბერკეტი მოსალოდნელი სისხლის ღვრის აღსაკვეთად არ არსებობს ( ვგულისხმობ პრეზიდენტი იმპიჩმენტს) , გადავდოთ ყველა საქმე,
დავთქვათ დრო და ყველამ ერთად, ვისაც კი წვლილი მიგვიძღვის ამ ბოროტი არსების გაპრეზიდენტებაში გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომა, გავაძევოთ ბოროტება საქართველოდან!
დამიჯერეთ, ინფორმაციის ზღვა მასალა, რაც გამაჩნია, მაძლევს საფუძველს, რომ ღიად ვთქვა: საქართველო იღუპება, სამშობლო განსაცდელშია!
ყველამ იცოდეს, რომ მე, თქვენ, ჩვენ ერთად, არანაირი მიზანი, დაინტერესება,გარდა სამშობლოს სიყვარულის, არ გვამოძრავებს!
დღეს, სიმართლის მხარეს მდგარი ადამიანების გაყოფის და დაპირისპირების დრო არ არსებობს,
ერთად დადგეთ, დავიცვათ და გადავარჩინოთ საქართველო!”– წერს გოჩა ნაჭყებია.