არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზადყოფნის გაზრდის მიზნით წვრთნებს ჩაატარებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზადყოფნის გაზრდის მიზნით სამხედრო წვრთნებისთვის მზადების დაწყების შესახებ ბრძანება გასცა, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის დავალებით, საბრძოლო მისიების შესასრულებლად არასტრატეგიული ბირთვული ძალების მზადყოფნის გაზრდის მიზნით, გენერალურმა შტაბმა წვრთნების ჩასატარებლად მზადება დაიწყო“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, წვრთნები სამხრეთის სამხედრო ოლქის სარაკეტო შენაერთებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ჩართულობით ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი: „ნიფნიფებით“ და „ნუფნუფებით“ არის სავსე ყველაფერი. კალაძის ფრთიანი ფრაზა იყო, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე აგებს პასუხს. ქალაქის მერი, რომელიც ასე მანკიერად აზროვნებს, ამით ყველაფერი ნათქვამია

ლელა ჯეჯელავა – „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავს ირწმუნებენ, რომ რეზოლუციებს, რომელსაც იღებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩალის ფასი აქვს, მაგრამ ზუსტად იციან, რომ ამას ფასი აქვს და ამ ფასის გადახდა მოუწევთ