მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას უცნობი პირები საკუთარ სადარბაზოში თავს დაესხნენ და სცემეს. ინფორმაციას „ტაბულა“ ავრცელებს.
ტაბულას ინფორმაციით, თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ აფხაზავას შვილსაც. შემთხვევა ლანჩხუთში, დაახლოებით საღამოს 7 საათზე მოხდა.
ახლა ლადო აფხაზავა პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.
ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყებისგან ინფორმაციის მიღებისთანავე სტატია განახლდება.