ბრიტანელი მსახიობი, ბერნარდ ჰილი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრიტანელი მსახიობი, ბერნარდ ჰილი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი აგენტი ადასტურებს. გარდაცვალების მიზეზი დაკონკრეტებული არ არის.
ბერნარდ ჰილმა კარიერა 1970-იან წლებში დაიწყო და ჯამში 55-მდე ფილმში და 42 სერიალში აქვს ნათამაშები. მისი ყველაზე ცნობილი როლებია მეფე თეოდენი ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიიდან და კაპიტანი ედვარდ სმითი ფილმიდან ტიტანიკი.
ჰილმა პირველად განსაკუთრებული ცნობადობა 1982 წლის სერიალიდან Boys from the Black Stuff მოიპოვა, სადაც ის ლივერპულში მცხოვრები კაცის, იოსერ ჰიუს როლს ასრულებს, რომელიც უმუშევრობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავებას ცდილობს.
აღნიშნულმა სერიალმა 1983 წელს Bafta-ს ჯილდო მოიპოვა და 2000 წელს ბრიტანეთის ფილმების ინსტიტუტის მიერ დასახელდა ყველა დროის მე-7 საუკეთესო სატელევიზიო სერიალად.