რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა სამანქანო მოძრაობა გადაკეტეს

საქართველოს პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე სამანქანო მოძრაობა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „საქართველოს გაუმარჯოს“, „სად მივდივართ? – ევროპაში“.
ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა აქტივობები ექნებათ აქციის მონაწილეებს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ისინი პოლიციელებს სააღდგომო წითელ კვერცხებსა და პასქებს გადასცემენ.
ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.