რუსეთმა ზელენსკი ძებნილთა სიაში შეიყვანა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ “სისხლის სამართლის საქმე” აღძრა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ და ის “ძებნილთა სიაში” შეიყვანა, – იუწყება რუსეთის სახელმწიფო მედია 4 მაისს. კონკრეტული ბრალდებები დაზუსტებული არ არის.
ზელენსკი – რომელიც მისი ქვეყნის ლიდერია 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პერიოდში – ამით შეუერთდა უცხოეთის ოფიციალურ პირთა გრძელ სიას, რომლებსაც სისხლის სამართლის სხვადასხვა ორდერი აქვთ შეფარდებული, და რომელთა შორისაც არიან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ლიდერებიც.
2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში გამოსცა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი, ბრალდებებით, რომლებიც უკავშირდება უკრაინელი ბავშვების დეპორტაციას რუსეთში – რაც, საერთაშორისო კანონმდებლობით, ომის დანაშაულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა