პრემიერ-მინისტრი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტ მასაცუგუ ასაკავას შეხვდა, რომელიც თბილისს ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს.
მთავრობის მეთაურმა მასაცუგუ ასაკავას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ბანკის წლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
აღინიშნა ADB-ის განსაკუთრებული მხარდაჭერა ქვეყნისთვის სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების თვალსაზრისით, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკულ და განათლების სფეროებში როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ითქვა, რომ საქართველოსა და ADB-ის თანამშრომლობის 2024-2028 წლების სტრატეგია (CPS) მიზნად ისახავს საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.
ყურადღება დაეთმო ქვეყანაში ეკონომიკურ წინსვლას და ამ კუთხით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებს.
აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს სტრუქტურულ რეფორმებს და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას. საუბარი შეეხო მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო როლის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
დღეის მდგომარეობით, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში 1.9 მილიარდი დოლარის ღირებულების 16 აქტიური საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს.
Next: გამოცემა The American Conservative-საკუთარ სტატიაში გვიმხელს, რომ საგარეო ჩარევა არჩევნებში ბოლო დროს მტკივნეული თემაა ამერიკულ პოლიტიკაშიც- ანუ აღიარებენ, რომ ეს პრობლემა მათთვისაც ნაცნობია და მათ ჩვენი ესმით

ასევე დაგაინტერესებთ

არავის უკვირს, რომ სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებულ უნივერსიტეტი გამოიყენება ერთ-ერთ პლატფორმად რადიკალიზმის გაღვივებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ სუს-მა გაშიფრა ეს ქსელი და ამ რადიკალურ გეგმებს არ უწერია განხორციელება

ჩემთვის დიდი პატივია ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-7 სამიტში მონაწილეობა, ჩვენი სტრატეგიული ადგილმდებარეობა აუცილებელია ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში კავშირების გასაძლიერებლად, ამ ძირითად საკითხებზე ევროპელ პარტნიორებთან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა