ლიგა 2-ის 36-ე ტურში „ბორდომ“ საკუთარ მოედანზე „აიაჩო“ 4:0 დაამარცხა.
ანგარიში დებიუტში პედრო დიასმა გახსნა, 28-ე წუთზე კი ზურიკო დავითაშვილმა დალაშქრა მეტოქის კარი. „ბორდო“ მეორე ტიმშიც ფლობდა უპირატესობას, კიდევ ორი გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მისი გარჯა flashscore-მ 7.6 ქულით შაფასა, ხოლო sofascore-მ 7.4-ით. ზურიკოს ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 35 მატჩში 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
ჟირონდული გუნდი 47 ქულით მე-12 ადგილზეა და 10 მაისს სტუმრად „კონკარნოს“ დაუპირისპირდება.
ბორდო – აიაჩო 4:0
გოლები: 1:0
დიასი (6), 2:0 დავითაშვილი (28), 3:0 ბარბე (87, პენ), 4:0 ნსიმბა (90+1)