“საქართველო არის რუსეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კარიბჭე, რომელიც მარაგდება არასანქცირებული და ასევე ბევრი რაღაც ხდება“- გახარია

“საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “რეზიუმეში“ განაცხადა, რომ საქართველოს და ს ურთიერთობა უკრაინის ომამდე იყო ერთი და ომის შემდეგ არის აბსოლუტურად მეორე. ურთიერთობაში შეიცვალა საქართველოს მნიშვნელობა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის კონტექსტში

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა.

“რუსეთიდან ყოველთვის არის საქართველოზე ზეწოლა, პერმანენტულია. რაც გამოიხატებოდა ყველაფერში, საოკუპაციო ხაზის გადმოწევაში. ფარდის მიღმა კონტაქტის ერთადერთი წყარო იყო ბატონი ზურაბ აბაშიძე და ის ფორმატები, რომელიც იყო, მაგრამ საქართველოს და რუსეთის ურთიერთობა უკრაინის ომამდე იყო ერთი და ომის შემდეგ არის აბსოლუტურად მეორე. ურთიერთობაში შეიცვალა საქართველოს მნიშვნელობა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის კონტექსტში. დღეს, ნებისმიერი წყარო სადაც არ უნდა ნახოთ, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭე რუსეთისთვის, რომელიც მარაგდება როგორც არასანქცირებული და ასევე ბევრი რაღაც ხდება“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის ელჩმა მომწერა, მძიმე გარემოებაა, პოლარიზაციააო, მაგრამ საჯაროდ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, რომ მისთვის მიუღებელია მისი დაფინანსებით ადამიანმა სიძულვილი იქადაგოს, იძალადოს და პროპაგანდა აწარმოოს

უკვე არასერიოზულია სალომე ზურაბიშვილზე ლაპარაკი, პოლიტიკაში შემოსვლამდე მქონდა შეხება ისეთ თემებთან, სადაც კარგად ჩანდა აგენტის ხვედრი, შიდა, სისხლისსამართლებრივ თემებში და როგორც ჩანს, უფრო მძიმეა აგენტის ხვედრი, როცა შენი ქვეყნის გარედან რაღაცას მიგითითებენ – არ მგონია, რომ ძალიან უნდოდეს იმის კეთება, რასაც აკეთებს

ბიძინა ივანიშვილთან იმ ქვეყნის ელჩი ითხოვს შეხვედრას, რომელსაც დასანქცირებული ჰყავს ეს ადამიანი- ეს სანქცია რომ შანტაჟის იარაღი იყო და დღეს ეს შანტაჟის იარაღი ძალაში იგივე მოცემულობით რომ რჩება, ელაპარაკები, სწორი მიდგომა საკითხის მიმართ უკვე არ არის

ვახო გომელაურის შემდეგ მინისტრობა არის ურთულესი გამოწვევა, გადაჭარბების გარეშე – ეს ადამიანი ჩვენი მეგობარია, არანაირი ხინჯი ამ მეგობრობაში არ არსებობს, უღირსეულესი კაცია და ყველა გუნდს ვუსურვებდი ისეთ პროფესიონალს და ისეთ ადამიანს, როგორიც ვახტანგ გომელაურია