შოთა შალელაშვილი: კანონპროექტის ინიცირებით რასაც “გამჭვირვალობის” კანონი დაარქვით, ისეთი ჯინი გამოუშვით ბოთლიდან, რომლის უკან დაბრუნება უკვე აღარ შეგიძლიათ

“ქართული ოცნების წევრებო, მათთან დაახლოებულო და მხარდამჭერო საზოგადოებავ! თქვენ, თქვენი უგუნური მოქმედებით, კანონპროექტის ინიცირებით რასაც “გამჭვირვალობის” კანონი დაარქვით, ისეთი ჯინი გამოუშვით ბოთლიდან, რომლის უკან დაბრუნება უკვე აღარ შეგიძლიათ.
თქვენ დაუპირისპირდით თქვენ მოქალაქეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას რომელიც არის თავისუფალ საქართველოში დაბადებული.
“სამშობლოს სიყვარული, მშობლიური კულტურა, მშობლიური ქალაქი და მშობლიური ენა “ – არის გადამწყვეტი მნიშვნელობის თუ როგორ განვითარდება საზოგადოება.
ასე იწყება პატარა სიყვარული ჩვენი ოჯახის, ჩვენი სახლის, ჩვენი სამშობლოს, სახელმწიფოს ისტორიისა, მისი წარსულისა და აწყმოსადმი.
ყველა სტუდენტმა იცის მისი სამშობლოს ისტორია, მისი ხალხის გმირული წარსული,
აქვს საკუთარი სამოქალაქო პოზიცია, იყოს ძლიერი და მამაცი, ყოველთვის მზად არის დაიცვას თავისი რეგიონის, სამშობლოს ინტერესები.
აი, ამ ახალგაზრდა თაობას უპირისპირდებით და ქვეყანას დიდი რისკის ქვეშ აყენებთ, მოგიწოდებთ გაიწვიოთ ეს კანონპროექტი რაც შეიძლება სწრაფად, თორემ ვერც ქართული ოცნება გიხსნით გარდაუვალი კრახისგან და ვერც “ამერიკული და ევროპული ოცნება”,” – წერს სოციალურ ქსელში  პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი. 2023 წლიდან პარტიის „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შოთა შალელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ