დასავლეთისგან ორმაგი სტანდარტები დაუშვებელია, რადგან ჩვენთვის დასავლეთი სამართლიანობასთან და კანონის უზენაესობასთან ასოცირდება

დასავლეთისგან ორმაგი სტანდარტები დაუშვებელია, რადგან ჩვენთვის დასავლეთი სამართლიანობასთან და კანონის უზენაესობასთან ასოცირდება
„არსებობენ პროგრესული ძალები, რომლებიც ერთგულები არიან იმ ღირებულებებისა, რაზეც ჩვენი სახელმწიფო და დასავლური ცივილიზაცია დგას“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.
მისი შეფასებით, ქვეყანამ საკუთარი ფასეულობები უნდა დაიცვას. „დასავლეთისგან ორმაგი სტანდარტები დაუშვებელია, რადგან ჩვენთვის დასავლეთი, უპირველეს ყოვლისა, სამართლიანობასთან და კანონის უზენაესობასთან ასოცირდება.
ვფიქრობ, რომ ჩვენი დასავლური ინტეგრაციისთვის ამას ხელის შეშლა არ შეუძლია, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთში არსებობენ პროგრესული ძალები, რომლებიც ერთგულები არიან იმ ღირებულებებისა, რაზეც ჩვენი სახელმწიფო და დასავლური ცივილიზაცია დგას – ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ სწორედ ეს ფასეულობები“, – განაცხადა, ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით