ვინ გაუსწორდა დემონსტრანტებს და უხდის თუ არა მათ ხელფასს თბილისის მერია?

ვინ უსწორდებოდა მუშტებით და წიხლებით დემონსტრანტებს? – ირაკლი აბესაძე წერს, რომ პირები, ვისი იდენტიფიცირებაც მედიამ მოახდინა, თბილისის მერიიდან ხელფასს იღებენ.
ისაკ უბილავასა და დავით ჯავახიას – ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, თბილისის მერია მათ როგორც წარმატებულ მწვრთნელებს ყოველთვიურად 500 ლარს უხდის. ის ავრცელებს მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამიდან ამონაწერს, 2023 წლის დეკემბრის:
გუშინ თავდამსხმელებად მედიაში დასახელებული პირები: ისაკ (გიორგი) უბილავა და დავით ჯავახია, როგორც წარმატებული მწვრთნელები(!!!) თბილისის მერიისგან ყოველთვიურად 500 ლარს იღებენ😡
Kakha Kaladze კახა კალაძე განმარტე, ეს ხალხია თუ არა და რაში უხდი ბიუჯეტიდან ფულს ამ ხალხს? P.S. ამავე პროგრამიდან ფულს იღებენ კორცხელის თავდასხმაში მონაწილე სხვა სპორტსმენები. P.S. ამ ,,წარმატებულ მწვრთნელებზე” ყოველწლიურად 2.6 მილიონი ლარი იხარჯება (იმედია 350-მდე ადამიანში, რომელიც ყოველთვიურად 500 ლარს იღებს, ღირსეული სპორტსმენებიც არიან).” – წერს აბესაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

„ის ახმეტელები კი ვინც ამდენი სიკეთის მიუხედავად, მონობაზე და ბატონზე წინ საკუთარ თავსაც ვერ აყენებთ და ერთ სიტყვას ვერ იმეტებთ მის მხარდასაჭერად, მხოლოდ თქვენ კი არა, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ ახმეტაში გავლა! “