პრორუსულად განწყობილი უკრაინელი პოლიტიკოსის მოკავშირე მის მიმართ სანქციების დაწესების შემდეგ ჩეხეთი დატოვა და სლოვაკეთში გაემგზავრა

პრორუსულად განწყობილი უკრაინელი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის ახლო მოკავშირემ, არტიომ მარჩევსკიმ დატოვა პრაღა და სლოვაკეთში გაემგზავრა მას მერე, რაც ჩეხეთის მთავრობამ მას დაუწესა სანქციები იმის გამო, რომ ჩეხეთის ტერიტორიაზე შეეცადა მოსკოვის ინტერესების შესაბამისი “გავლენის ოპერაცია” ჩაეტარებინა.
2 მაისს მარჩევსკის ადვოკატსა და სხვა წყაროებზე დაყრდნობით მედია იტყობინებოდა, რომ სლოვაკეთის მთავრობამ მას დროებითი დახმარების სტატუსი შესთავაზა.
მარჩევსკის უკრაინის და რუსეთის პასპორტები აქვს. გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი იტყობინებოდა, რომ პრაღაში მოქმედ ახალი ამბების პრომოსკოვურ საიტს Voice Of Europe-ს მედვედჩუკი და მარჩევსკი ამუშავებდნდნენ. გერმანული გამოცემა წერს, რომ ამ საიტს საკვანძო როლი აკისრია ევროპარლამენტში კრემლის მომხრე დეპუტატების დაფინანსებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ის ახმეტელები კი ვინც ამდენი სიკეთის მიუხედავად, მონობაზე და ბატონზე წინ საკუთარ თავსაც ვერ აყენებთ და ერთ სიტყვას ვერ იმეტებთ მის მხარდასაჭერად, მხოლოდ თქვენ კი არა, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ ახმეტაში გავლა! “