საქართველომ მედიის თავისუფლების რეიტინგში 26 პოზიციით დაიხია უკან – RSF

3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა. საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ (RSF) გამოაქვეყნა პრესის თავისუფლების ტრადიციული ინდექსი. 2024 წლის რეიტინგში საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუარესებულია. 180 ქვეყანას შორის საქართველო 103-ე ადგილზეა. 2023 წელს 77-ე იყო.
ანგარიშში ნათქვამია, რომ გასული წელი მედიისთვის რთული იყო მთელ მსოფლიოში – ბევრ ქვეყანაში 2024 წელს ჩასატარებელი ს დემოკრატიულობისთვის მედიის როლი მნიშვნელოვანი იქნება.
ანგარიშის ქვეთავში, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიას ეხება, ინდექსის გაუარესების კონტექსტში ხაზგასმულად არიან ნახსენები საქართველო, , ბელარუსი, და აზერბაიჯანი. ინტერაქციულ რუკაზე საქართველო მონიშნულია ქვეყნად, სადაც პრესის მდგომარეობა რთულია (Difficult).
“საქართველოს მმართველი პარტია აგრძელებს საზოგადოების პოლარიზაციას, უახლოვდება მოსკოვს და თავისუფალ მედიასთან მიმართებაში შესამჩნევად უფრო მტრულ პოლიტიკას ატარებს”, – წერია ანგარიშში. საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში პრესის თავისუფლების მხრივ არსებული ვითარების გაუმჯობესებას ხელს უშლის ხელისუფლების ჩარევა, დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო ისევ არახელსაყრელია, იზრდება ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების შემთხვევები და არის დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზაციისა და სიტყვის თავისუფლებისთვის სივრცის შეზღუდვისკენ მიმართული კანონების მიღების მცდელობა.
საქართველო ბელარუსთან, ყირგიზეთთან და აზერბაიჯანთან ერთად სახელდება იმ ქვეყნადაც, სადაც მედიაზე ცენზურა გაძლიერდა რუსული რეპრესიული მეთოდების მიბაძვით. საქართველოზე ასევე ნათქვამია, რომ აქ მედიის მუშაობა, ისევე როგორც რუსეთში, ბელარუსსა და თურქმენეთში, გართულებულია იმ დეზინფორმაციული ნარატივებისა და ცენზურის მცდელობების გამო, რაც ჟურნალისტების წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებსა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებებში დადანაშაულებას გულისხმობს.
ანგარიშის ავტორები წერენ, რომ რეგიონში მოულოდნელი პროგრესი აქვს ს, რომელმაც 18 პოზიციით წინ წაიწია და ამჟამად 61-ე ადგილზეა. ცალკეა გამოყოფილი ისრაელ-პალესტინის ომის განმავლობაში დაღუპული ჟურნალისტები – საომარი მოქმედებებისას 100-ზე მეტი პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა, მათგან მინიმუმ 22 – სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.