ჟურნალისტი, ვახო სანაია:
ხელისუფლების კუნთიანებო, გამოეცალეთ ამ მანიაკებს. ნუ ურტამთ ხალხს, ნუ იტაცებთ. ნუ ასრულებთ უკანონო და სასტიკ ბრძანებებს. მხოლოდ სამართლებრივი კი არ იქნება პასუხისმგებლობა, ეგ არაფერია იმასთან შედარებით, რა განაჩენიც წინ გელოდებათ, – გამარჯობის მთქმელიც აღარ დაგრჩებათ სამეზობლოში, სანაცნობოში. შვილები უარგყოფენ, როცა გაიგებენ, სინამდვილეში რა ცხოვრებით ცხოვრობთ. დაწყებულია თქვენთვის ნიღაბის ჩამოხსნა – პირდაპირი მნიშვნელობით. თქვენ გარშემო ზონდერების გამოაშკარავების მაგალითებს უკვე ხედავთ. მათი საქმე წასულია უკვე. თქვენამდეც მოვა ეს ამბავი. ყველანი გაიშიფრებით. დამიჯერეთ, მიგატოვებთ ივანიშვილი. ფეხებზე ჰკიდიხართ. ძალაუფლებას კარგავს ეგ რუსი და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს ახლა. წადით სახლებში, თუ ჯერ კიდევ დარჩით ისეთები, რომელთაც უპატიებელი, მიუტევებელი სისასტიკე არ ჩაგიდენიათ, თქვენც სხვებივით გამოაშკარავდებით. ასევე – ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ მომავალშიც ვინმეს გამოადგებით, ჯალათებს ვერც ერთი მომავალი ხელისუფლება ვეღარ გადაგიბარებთ, როგორც აქამდე ხდებოდა. მიდის ეგ დრო. სხვა დრო მოდის – ევროპაში ხელისუფლებებს ხალხის სასიკვდილოდ გამმეტებელი ჯალათები ვეღარ ეყოლებათ.
