Shell ჩინეთის ენერგეტიკულ ბაზარს ტოვებს

Shell ჩინეთის ენერგეტიკულ ბაზარს ტოვებს
Shell-მა დატოვა ჩინეთის ენერგეტიკული ბაზრები, რათა ფოკუსირება მოახდინოს უფრო მომგებიან ოპერაციებზე, მათ შორის გაზისა და ნავთობის ბიზნესზე. ამის შესახებ Reuters იუწყება.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ Shell-მა გადაწყვიტა გავიდეს ჩინეთის ენერგეტიკული ბაზრიდან, რომელიც მოიცავს ელექტროენერგიის გამომუშავებას, ვაჭრობას და მარკეტინგს.
Shell-ის ვებსაიტის მიხედვით, Shell Energy China ერთ-ერთი პირველი უცხოური კომპანია იყო, რომელიც მთლიანად Shell-ს ეკუთვნოდა და წილები ჰქონდა ჩინეთის ნახშირბადის და ასევე ჩინეთის ელექტროენერგიის ბაზარზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებები გავლენას არ მოახდენს Shell-ის ელექტრომობილების დამტენის ბიზნესზე, რომელიც კომპანიისთვის მთავარი მზარდი ბაზარია.
$3 მლრდ-მდე წლიური ხარჯების დაზოგვის მიზნით, Shell-მა ბოლო თვეების განმავლობაში ევროპული ენერგეტიკული ვაჭრობის ბიზნესიდან და რამდენიმე ოფშორული ქარისა და ნახშირბადის დაბალი შემცველობის პროექტიდან გავიდა. მან ასევე გასაყიდად გამოიტანა -ს მზის აქტივები და ცვლილებები შეიტანა გიგანტურ ნავთობ გადამამუშავებელ და ნავთობქიმიურ კომპლექსების მუშაობაში სინგაპურში.
Reuters იმასაც წერს, რომ Shell-მა ასევე განახორციელა პერსონალის შემცირება კომპანიის მასშტაბით.