გმირთა მოედანზე შეკრებლი მოქალაქეები პოლიციამ დაშალა, დააკავეს რამდენიმე მომიტინგე

გმირთა მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები პოლიციამ დაშალა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელებმა რამდენიმე მოქალაქე დააკავეს.
რუსული კანონის მოწინააღმდეგეებმა გმირთა მოედანზე შეკრება რამდენიმე საათის წინ დაიწყეს. მათ მოედნის ჯერ ერთი მონაკვეთი გადაკეტეს, შემდეგ კი თანდათან ყველა მიმართულებაზე გაიშალნენ.
თავდაპირველად პოლიციამ მათ გზის გადაკეტვის უფლება მისცა, თუმცა მალევე შეკრებილი მოქალაქეები ძალის გამოყენებით გადაიყვანა საავტომობილო გზიდან.
რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტების ნაწილი ამ წუთებში გმირთა მოედნისკენ მოემართება, რათა თანამებრძოლებს შეუერთდნენ და კვლავ მოახერხონ მოედნის სრულად პარალიზება.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“