ეს არის ნეო-ნაციზმი. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი. ამ რეჟიმის დაბრუნებას ცდილობენ საქართველოში

„ესენი წარმოადგენენ აბსოლუტურად გან-სულიერებულ არსებებს, რომლებმაც მათში დაბადებიდან ჩადებული უფლის ხატი და მსგავსება არც კი გაყიდეს – უსასყიდლოდ ჩააბარეს სატანას, რომლის რიგებში ჩვენი და ჩვენი ახლობლების სულების გაერთიანებაც სურთ,” – წერს ოპოზიციის მისამართით სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
როგორც ქართველიშვილი წერს, რადიკალები საქართველოში ფაშიზმის ახალი ფორმით დანერგვას ცდილობენ.
„ეს არის ნეო-ნაციზმი. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი. ამ რეჟიმის დაბრუნებას ცდილობენ საქართველოში. გერმანულ კლასიკურ ფაშიზმზე გამარჯვებაში ჩვენი პაპების წვლილსაც ვერ გვპატიობენ.
გვიახლოვდება 9 მაისი და ამასაც კიდევ ერთხელ დავინახავთ. მანამდე კი კვლავ „ახალი იმედის” დარბევა სწყურიათ, ჩვენი შვილიშვილების და შვილების, მოხუცებული მშობლების გა-ოსვენციმ-ება და გა-გულაგ-ება. ესენი წარმოადგენენ აბსოლუტურად გან-სულიერებულ არსებებს, რომლებმაც მათში დაბადებიდან ჩადებული უფლის ხატი და მსგავსება არც კი გაყიდეს – უსასყიდლოდ ჩააბარეს სატანას, რომლის რიგებში ჩვენი და ჩვენი ახლობლების სულების გაერთიანებაც სურთ.
კლასიკური „ქსელური მარკეტინგის” პრინციპით – მოგვიყვანე 10 ახალი განსულიერებული და “აბადონის კიბეზე” ახალ ლეველზე…ოღონდ, კი არ აგიყვანთ, არამედ ჩაგიყვანთ. რადგანაც ეს კიბე ზეცისკენ კი არ ადის – ქვესკნელში მიემართება…” – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართულ გამოძიებაში მოხდა უპრეცედენტო რამ, როდესაც წუთების და წამების სიზუსტით იქნა გაშიფრული სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციების გამოყენებითა და საშუალებით კომუნიკაცია კონკრეტულ ჯგუფსა და ბატონ ახალაიას შორის

ცოტნე ივანიშვილი – ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლებს შორის მეტი დიალოგი არსებობდეს, რადგან ჯანსაღ დისკუსიაში, ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენაში არა მარტო სიმართლე იბადება, არამედ ერთობაც

ახალგაზრდული მიმართულება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგანაც, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გრძელვადიანი წარმატების გზა, სწორედ ძლიერ, მყარ, აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციაზე გადის