უკრაინამ ზოგიერთი პარტნიორისგან იარაღი მიიღო ნებართვით, რუსეთს დაარტყას – ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლატვიის ახლადდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიმა ბრაჟემ განაცხადა, რომ უკრაინამ ზოგიერთი დასავლელი პარტნიორისგან მიიღო იარაღი ნებართვით, დაარტყა რუსეთის ტერიტორიას.
ბრაჟემ ეს განუცხადა ინტერვიუში გამოცემა „ევროპეისკაია პრავდას.“
ამ ეტაპზე უკრაინა დასავლეთის ქვეყნებისგან იღებს იმ პირობით, რომ ის არ გამოიყენოს უკრაინის გარეთ. თუმცა, ბრაჟე თვლის, რომ ამგვარი მიდგომა შეიძლება შეიცვალოს, მეტიც, ის უკვე იცვლება. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურის თქმით, „უკვე არის ქვეყნები, რომლებმაც უკრაინას იარაღი მიაწოდეს ამგვარი შეზღუდვის გარეშე“.
ჟურნალისტის თხოვნაზე, დააკონკრეტოს ქვეყნები, ბრაჟემ თქვა, რომ ასეთი ქვეყნები მართლაც არის. მან განმარტა, რომ ამ შემთხვევებში შეზღუდვის მოხსნაზე საჯაროდ არ ლაპარაკობდნენ. „რა თქმა უნდა, ყველაფერი საჯაროდ არ ვრცელდება. მთავარია გავლენის მოხდენა ბრძოლის ველზე. რადგან აქ არის არჩევანი: ან ილაპარაკო რამეზე ხმამაღლა, ან უბრალოდ აკეთო ის, რაც საჭიროა“ -თქვა ლატვიის მინისტრმა და გამოთქვა რწმენა, რომ თუ არსებობს ობიექტები, საიდანაც რუსეთი უტევს უკრაინას, მაშინ უკრაინას სამაგიეროს გადახდის უფლება აქვს, თუ ეს ობიექტები რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ბრაჟეს თქმით, იარაღის ასეთი გამოყენება ნებადართულია საერთაშორისო კანონმდებლობით.
ბრაჯეს თანახმად, “დრონების კოალიცია”, რომელშიც მისი ქვეყანაც შედის, აპირებს უკრაინის არმიის საჭიროებების დაკმაყოფილებას. მინისტრი თვლის, რომ ამ ომში ახლა დრო რუსეთის სასარგებლოდ არ მოქმედებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა