ხაინდრავა: ყველას გადაგიხდით! იუდებს! ბარაბებს! უსამშობლოებს! შარვალჩახდილებს… ქრისტე აღსდგა!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს:

„ვნების კვირაა… ეშმა ბოგინობს თბილისში ძალადობა, სიცრუე, სიძულვილი, ბოღმა, გარყვნილება! ფარისეველთა ყიჟინა: ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი სამშობლო! ვიხდით! ვიხდით 30 ვერცხლს! ყველას გადაგიხდით! იუდებს! ბარაბებს! უსამშობლოებს! შარვალჩახდილებს… ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად! უფალი ჩვენი!“