ლოჩოშვილის “კრემონეზემ” “პიზა” დაამარცხა

სერია B-ს 36-ე ტურში „კრემონეზემ“ სახლში „პიზას“ 2:1 სძლია.
მასპინძელთა გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. მისი გარჯა Flashscore-მ 6.9 ქულით შეაფასა, Sofascore-მ კი 6.6-ით.
„კრემონეზე“ ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 63 ქულით მეოთხე ადგილზეა და 5 მაისს გასვლაზე „პარმას“ შეხვდება.
კრემონა. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე – პიზა 2:1
გოლები: 1:0 ჩიოფანი (13, პენ), 1:1 დ’ალესანდრო (48), 2:1 კოდა (85)