ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებაში, გარდა ამისა, პოლიტიკური უმცირესობის იმგვარი ძალადობრივი ქმედებების პრევენციაში, როგორიც გუშინ ვიხილეთ

ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებაში, გარდა ამისა, პოლიტიკური უმცირესობის იმგვარი ძალადობრივი ქმედებების პრევენციაში, როგორიც გუშინ ვიხილეთ
მინდა გამოვეხმაურო როგორც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას, ისე გუშინ განვითარებულ მოვლენებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს – „ენჯეოების“ და შესაბამისი მედიასაშუალებების მიერ წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციების წარდგენას.
„ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებაში. გარდა ამისა, ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს პოლიტიკური უმცირესობის იმგვარი ძალადობრივი ქმედებების პრევენციაში, როგორიც გუშინ ვიხილეთ.
2020 წლიდან, „ენჯეოების“ აქტიური მონაწილეობით, ვიხილეთ რევოლუციის 2 წარუმატებელი მცდელობა. შეგახსენებთ, 2020 წელს „ენჯეოებმა“ გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები, გააყალბეს მონაცემები ოქმებში ზედმეტობების შესახებ, გააყალბეს ინფორმაცია ს მიერ ს შედეგების თითქოსდა დაგვიანებით გამოქვეყნების შესახებ. „ენჯეოების“ ეს სიყალბე სრულად უცხოური წყაროებიდან იყო დაფინანსებული. სწორედ ამ გაყალბებამ მოუმზადა რადიკალურ ოპოზიციას ნიადაგი პარლამენტის საბოტაჟისა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნისათვის. არჩევნების ლეგიტიმაციის არაღიარების კამპანიას, ასევე უცხოური დაფინანსებით, აწარმოებდნენ „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი კონკრეტული მედიასაშუალებები.
საბოლოოდ, 2020 წლის ოქტომბერში დაწყებული რევოლუციის მცდელობა მხოლოდ 2021 წლის ოქტომბერში დასრულდა, როდესაც საზოგადობამ „ქართულ ოცნებას“ ნდობა თვითმმართველობის არჩევნებშიც დაუდასტურა.
რევოლუციის მეორე მცდელობა ში ომის დაწყებასთან ერთად დაიწყო. როგორც გახსოვთ, 2022 წლის აპრილში ბაკურიანში შეიკრიბნენ რადიკალური პარტიების, „ენჯეოებისა“ და მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომლებმაც ძალადობრივი რევოლუციების ცნობილ ექსპერტთან, პიტერ აკერმანთან ერთად, დაგეგმეს რევოლუციური სცენარი, რომელიც ივნისში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შემდეგ უნდა ამოქმედებულიყო. ეს სცენარი ივნისში მართლაც ამოქმედდა, როდესაც საქართველოს სრულიად უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. 2022 წლის ივნისში „ენჯეოებმა“ ნიღაბი ჩამოიხსნეს, პოლიტიკურ სცენაზე ავიდნენ და მთავრობის გადადგომა და მათი მონაწილეობით ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება მოითხოვეს. რევოლუციური მცდელობები მხოლოდ მას შემდეგ დასრულდა, რაც 2023 წლის დეკემბერში საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო“, – განაცხადა მ.
Next: უმჯობესია, რადიკალური ოპოზიციის რამდენიმე ძალადობრივი აქცია ვიხილოთ ახლა, ვიდრე საქართველო რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში დავტოვოთ