თინა ბოკუჩავა – მოგიწოდებთ ყველას, 17:00 საათზე გამოდით რუსთაველის გამზირზე, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ არა რუსულ კანონს, კი ევროპას – გავაწვევინოთ ივანიშვილს ეს კანონი

ჩვენ დღეს 5 საათზე კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და მოგიწოდებთ ყველას, გამოდით რუსთაველის გამზირზე, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ არა რუსულ კანონს, კი – ევროპას, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციონერი დეპუტატების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოკუჩავა მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ერთად გააწვევინონ ბიძინა ივანიშვილს ეს „რუსული კანონი“ და დაიცვან ქვეყნის ევროპული მომავალი.
„გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გახდა სასტიკი ანგარიშსწორების სამიზნე, მაგრამ, როგორც დღეს პარლამენტში მოსულმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, მას არ ეშინია და ერთი წუთით არ დაიხევს უკან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვაში. უკან არ დაიხევენ ის ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად მოდიან რუსთაველზე და იცავენ საკუთარ და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა, ჩვენ უნდა დავდგეთ ერთ მუშტად და ივანიშვილს უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, ჩვენი შვილების, მათი შვილებისაა. ეს ქვეყანა არის იმ ახალგაზრდების, რომლებიც ყოველდღე რუსთაველზე გამოდიან და ამ ქვეყანას აუცილებლად ექნება ევროპული მომავალი.
ჩვენ დღეს 5 საათზე კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და მოგიწოდებთ ყველას, გამოდით რუსთაველის გამზირზე, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ არა რუსულ კანონს, კი – ევროპას. გავაწვევინოთ ივანიშვილს ეს „რუსული კანონი“ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.