ქალების როლსაც მამაკაცები ასრულებდნენ – როგორი იყო პირველი თეატრი თბილისში

მხატვარმა და მწერალმა, კარაპეტ გრიგორიანცმა არაერთი ძველთბილისური ამბავი შემოგვინახა, რომელსაც მკითხველი დღესაც ინტერესით ეცნობა. გრიგორიანცი იმ უჩვეულო ამბებს გვიყვება, რომლებიც ჩვენს დედაქალაქში საუკუნეზე ადრე მომხდარა. ასე რომ, ის საინტერესო ადამიანებისა და შთამბეჭდავი ისტორიებისკენ მიგვიძღვება, რომლებიც ძველთბილისურ ცხოვრებას სხვა თვალით გვანახებს.
საკუთარ წიგნში – “ძველი თბილისის იშვიათი ამბები” – გრიოგრიანცმა დედაქალაქში არსებულ პირველ თეატრზეც დაწერა. მასზე დღეს არაერთი რამ ვიცით, ვიცით ისიც, რომ 1874 წელს დაიწვა.
კარაპეტ გრიგორიანცი თბილისის პირველ თეატრზე წერდა:
„როგორც ვასო აბაშიძისგან გამიგონია, თუ არა ვცდები, ქალაქ თბილისში თეატრი უნდა დაწყობილი იყოს 1850 წ. იმდროის თეატრი რა იქნებოდა, როდესაც ქალების როლშიაც ვაჟები თამაშობდნენ. მაშინდელი თეატრი იყო თავისუფლების მოედნის შუაგულ თამამშევის ქარვასლაში. სახელი თეატრი იყო, მაგრამ ყოველგვარი მოწყობილობიდან მეტათ ღარიბი იყო. მაშინდელი პიესების სათაურები მე ზეპირათ მახსოვს, უპირველესი პიესა იყო ანტონოვის დაწერილი „მზის დაბნელება საქართველოში“, რომლის თამაშობით პირველად გახსნილა თეატრი. ვოდევილები იყო „კაპიშონი“ და „კატააწონა“. რაც შეეხება სუნდუკიანცის დაწერილ პიესებს ესენი შემდეგში იქნა მიღებული და მოწონებული.
იმის შემდეგ თეატრს ცეცხლი წაეკიდა და ერთიანად გადაიწვა, შემდეგი წარმოდგენები სხვა და სხვა ენებზე თამაშობდნენ სახელმწიფო თეატრში, რომელიც მდებარეობდა ინჟენერთა სამმართველოს გვერდით მტკვრის ნაპირზედ ახლოს. ცირკიც იყო სასახლის გვერდით, სადაც საბორო არის აშენებული. ცირკის შენობა თუმცა ფიცრისა იყო, მაგრამ მეტათ უზარმაზარი შენობა იყო. 1880 წლამდისინ ცირკი ეკუთვნოდა გოთფრუას ფირმას, შემდეგ გადავიდა ენდოელი მდიდარი არაბი ტომსონის ხელში.”

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება